სპორტი

ევროლიგაზე მეოთხედფინალური მატჩები დასრულდა

ევროპალიგის მეოთხედფინალის ცენტრალურ შეხვედრაში რომამ აიაქსთან დაძაბული ბრძოლა გამართა და ფრე 1:1 ითამაშა.

იტალიურ გრანდს პირველი მატჩი ჰოლანდიაში სტუმრად მოგებული ქონდა და ამის წყალობით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მომდევნო ეტაპზე გავიდა ლონდონური არსენალიც. ჩეხეთის სლავიას, სტუმრად მყოფმა მეთოფეებმა, მშრალი ანგარიშით 4:0 მოუგეს.

მანჩესტერ იუნაიტედს გრანადასთან პირველი მატჩი 2:0 ქონდა მოგებული და საპასუხო შეხვედრაც ანალოგიური რეზულტატით დაასრულა. მასპინძლებმა ანგარიში ედისონ კავანის გოლით, შეხვედრის დებიუტშივე გახსნეს. თამაშის მიწურულს გატანილი მეორე გოლი კი ვალეხოს ანგარიშზეა.

ესპანურმა ვილეარეალმა საპასუხო შეხვედრაში ადვილად სძლია ზაგრემის დინამოს და მომდევნო ეტაპზე ლონდონის არსენალს ნახევარფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button