სპორტი

ევროპის ჩემპიონატის სტარტი… ლისაბონის ტატამზე დღეს 5 ქართველი იჭიდავებს

ლისაბონში დღეს 12;30 საათზე სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. კონტინენტის პირველობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების 5 ძიუდოისტი იასპარეზებს.

კაცებში მედლის მოპოვებას 60კგ.წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე შეეცდება. ახალგაზრდა ძიუდოისტმა წელს დიდ წარმატებას უკვე მიაღწია. თელ-ავივის გრანდ-სლემზე მან ვერცხლი მოიპოვა. თბილისის ტურნირზე კი ოქროს მედალს დაეუფლა.

ასევე, ტატამზე გამოვა 66კგ. წონაში მოასპარეზე ვაჟა მარგვეელაშვილი. მის ანგარიშზე დოჰას მასტერსის ბრინჯაო და თბილისის გრანდ-სლემის ვერცხლის მედლებია.

ევროპულ ტატამზე საასპარეზოდ დღეს 3 ქართველი ქალიც გამოვა. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და მარიამ ჯანაშვილი 52 კგ. წონაში იასპარეზებენ და ორივეს მეტოქე პორტუგალიელი ძალოსნები იქნებიან.

57კგ.წონით კატეგორიაში ეთერ ლპარტელიანი იჭიდავებს. ეროვნული ნაკრების წევრმა თელ-ავივში ბრინჯაოს და თბილისში ვერცხლის აღება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ევროპის ჩემპიონატზე 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი იასპარეზებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button