მსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ევრონიუსი” ქართველი ემიგრანტების შესახებ

“ევრონიუსმა” პოლონეთში მყოფი უცხოელების შესახებ რეპორტაჟი მოამზადა, რომელშიც ქართველ ემიგრანტებზეცაა საუბარი. ავტორი საქართველოს მოქალაქეების გამოუვალ მდგომარეობაზე და მძიმე პირობებზე საუბრობს.

“საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც პოლონეთში მუშაობენ, არჩევანი არ არსებობს. პოლონეთის მთავრობამ საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა.

ზოგიერთი ქართველისთვის, სამსახურის დაკარგვა სახლის დაკარგვასაც ნიშნავს, – მათი დამსაქმებლები ხშირად ისინი არიან, ვინც საცხოვრებელ ბინასაც უზრუნველყოფს. ახლა კი, ზოგიერთს გამოკვებაც არ შეუძლია.

ქართველ მუშაკთა ჯგუფმა ღამეები მძინარე ვარშავაში, შოპენის აეროპორტში გაატარა. თავდაპირველად, მათ სახლში დაბრუნებას დაპირდნენ, მაგრამ შემდეგ საფუძვლიანად დატოვეს. როცა მათ აეროპორტის დატოვება მოსთხოვეს, ქართველები დახმარებისთვის საქართველოს საელჩოში გაემგზავრნენ. მათ შეავსეს ფორმა, საელჩოს მიერ დაფინანსებულ დროებით ჰოსტელში საცხოვრებელი ადგილის მისაღებად, მაგრამ უცნობია, რამდენი ხნით.”

მსგავსი პოსტები

Back to top button