მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკიმ და რიში სუნაკმა ტელეფონით ისაუბრეს

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, უფლებამოსილების ოფიციალურად შესრულების დაწყებიდან რამდენიმე საათში ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

„მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და უკვე ტრადიციული ბრიტანული ლიდერობა დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში, მომავალშიც მხოლოდ გაძლიერდება. მოვიწვიე ახალი პრემიერ-მინისტრი უკრაინაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სუნაკმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს შეუძლიათ ჰქონდეთ დიდი ბრიტანეთის უცვლელი სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი. „ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვიქნებით“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.

უკრაინის შემდგომი დახმარება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ტელეფონით ისაუბრეს დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

რიში სუნაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ და გაერთიანებული სამეფო ყველაზე ახლო მოკავშირეები არიან და მოუთმენლად ელოდება ერთობლივ მუშაობას პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცებისთვის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად წამყვანი როლის გასაგრძელებლად. 42 წლის რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 25 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც მეფე ჩარლზ მესამემ დაავალა მთავრობის ფორმირება. ერთი დღით ადრე, სუნაკი აირჩიეს მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ.

დიდი ბრიტანეთის წინა პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი არჩევიდან თვე-ნახევარში გადადგა მას შემდეგ,

რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დღეს ოფიციალურად დაინიშნა. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასი შეცვალა, რომელიც პრემიერის პოსტის დაკავებიდან 45 დღეში გადადგა რაც მისი ეკონომიკური პოლიტიკა სერიოზულ წინააღმდეგობებს წააწყდა. სუნაკი პოლიტიკაში 2015 წლიდან არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button