ბიზნესრევიუეკონომიკამნიშვნელოვანისიახლეები

მოძებნე ავიაბილეთები უკვე შენი სმარტფონიდანაც

ავიაბილეთების სააგენტო AVIA.GE მოგზაურობის მოყვარულებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. მათ შექმნეს ios აპლიკაცია, რომელიც უვკე ხელმისაწვდომია და მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მოგზაურობა რომ  სიამოვნებასთან და დასვენებასთან ასოცირდება, ეს ყველასთვის ცხადია, ამიტომ მისი თოთოეული საფეხური კომფორტული და მოსახერხებელი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, AVIA.GE გაძლევთ საშუალებას, რომ ახალი აპლიკაციის დახმარებით თქვენი მოგზაურობის დაგეგმვა კიდევ უფრო მარტივი გახადოთ.

პირველ რიგში, თქვენ უნდა აირჩიოთ გამგზავრების და ჩასვლის ქალაქები, შემდეგ მონიშნოთ თარიღები, სხვადასხვა რეისების ჩამონათვალს და საუკეთესო ვარიანტებს კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ. ავიაბილეთების საძიებო სისტემაში დაახლოებით 750-მდე ავიაკომპანიაა წარმოდგენილი, რომელთა რეისებს თქვენ საკმაოდ მარტივად გაეცნობით და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტს შეარჩევთ როგორც ფასის, ისე მარშუტის მიხედვით. აპლიკაცია, ასევე, გაძლევთ ფილტრაციის საშუალებას, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ ფრენის შერჩევის პროცესს. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია ავიაკომპანიის და აეროპორტის მიხედვით, ასევე, ფრენისა და ტრანზიტის ხანგრძლივობის მიხედვით, ფასების ზრდის მიხედვით და ა.შ. ხოლო მას შემდეგ კი, რაც სასურველ ფრენას აირჩევთ, პირდაპირ თქვენი მობილური ტელეფონიდან შეძლებთ ავიაბილეთების შეძენას.

უფრო მეტი კომფორტისთვის, AVIA.GE-ის აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას ერთ სივრცეში დაგეგმოთ მთელი მოგზაურობა.

ავიაბილეთებთან ერთად, თქვენ გაქვთ სასტუმროების საკმაოდ დიდი არჩევანი მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში. ამ შემთხვევაშიც, შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია თქვენი პრიორიტეტების მიხედვით და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტზე გააკეთოთ არჩევანი.

აპლიკაციის გამოყენება საკმაოდ მარტივია, ფრენებისა და სასტუმროების არჩევანიც უფრო მეტი გაქვთ, ამიტომ აუცილებლად გადმოიწერეთ თქვენს ტელეფონში და ნებისმიერ დროს დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ყველაზე მარტივად და კომფორტულად ერთ სივრცეში.

მსგავსი პოსტები

Back to top button