ევროპელი ლიდერები საბერძნეთს ევროზონაში ტოვებენ
ევროზონის ქვეყნების 19-მა ლიდერმა, ბრიუსელეში გამართულ სამიტზე გადაწყვიტა, რომ საბერძნეთი ევრო ზონაში ოთხშაბათამდე – 15 ივლისამდე დარჩება, – იუწყება სააგენტო ТАСС.
სამიტზე შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთის დახმარების მესამე პროგრამა უნდა ამოქმედდეს, რაც ქვეყნის ევროზონაში დარჩენის გარანტი იქნება.
უცხოური ახალი ამბების სააგენტოების ინფორმაციით, ახალი პროგრამის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროზონის შეღავათიანი კრედიტი 90 მილიარდ ევროს შეადგენს.
2010 წლის მაისიდან 2015 წლის ივნისამდე, საბერძნეთში, შეღავათიანი კრედიტების 2 საერთაშორისო პროგრამა მოქმედებდა, რომელმაც ჯამში 240 მილიარდი ევრო შეადგინა. დასრულებამდე არცერთი იყო მიყვანილი.
5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმი ჩატარდა და ამომრჩეველთა 61%-მა ხმა კრედიტორების წინადადების წინააღმდეგ მისცა, რომლებიც ათენისგან მკაცრ ეკონომიკას მოითხოვდნენ.