მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპელი ლიდერები საქართველოში განვითარებუილ მოვლენებს თვალს ადევნებენ მათ აღნიშნეს რომ ოცნების ანტიევროპულ ნაბიჯს EU-ს მხრიდან შედეგები მოჰყვება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ის და მისი კოლეგები ქართველი ხალხისა და მისი ევროპული არჩევნის გვერდით დგანან.
კალასი აღნიშნავს, რომ ოცნების ანტიევროპულ ნაბიჯს ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება.
„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და ევროპულ მომავალზე მისი არჩევანის გვერდით“, – წერს იგი პლატფორმა X-ზე.
„ვგმობთ ძალადობას მომიტინგეთა წინააღმდეგ და ვწუხვართ მმართველი პარტიის სიგნალების გამო, რომ არ აგრძელებენ საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და ქვეყანა დემოკრატიული უკანდახევის გზას ადგას“, – დაწერა კალასმა პირველ დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად კიევში ჩავიდა.
„ამას პირდაპირი შედეგები ექნება ევროკავშირის მხრიდან“, – აცხადებს კაია კალასი. კაია კალასი, რომელიც ნოემბერში აირჩიეს, უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.
პოსტზე პირველივე დღეს იგი კიევში გაემგზავრა და დაწერა, რომ ევროკავშირს ომში უკრაინის გამარჯვება სურს და ამისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, მას არასდროს სჯეროდა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიზანი საქართველოს დახმარება იყო გამხდარიყო ევროკავშირის ნაწილი. როგორც იუნკევიჩიანემ განაცხადა, ცხადია, რომ ივანიშვილი კრემლის პროდუქტია.
“არასოდეს მჯეროდა, რომ მოქმედი მთავრობის და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო დახმარებოდა საქართველოს გამხდარიყო ევროკავშირის ნაწილი. ის არასდროს ჩამოსულა ბრიუსელში და არ შეხვედრია მაღალი რანგის წარმომადგენლებს, როდესაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო.
გასულ წელს ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის ეჩვენებინათ, რომ ისტორიის სხვა მხარეს იყვნენ, რომ გეოპოლიტიკური განვითარების განვითარების სხვა მხარეს იდგნენ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არ შეუერთდნენ სანქციებს, მიიღეს რუსული კანონი. რაც მოხდა ისაა, რომ ნიღბები ჩამოიხსნეს და თავს აღარ გვაჩვენებენ ისე, თითქოს პროევროპელები არიან.
ხალხმა მკაფიოდ უნდა გააცნობიეროს, რომ უბრალოდ შეუთავსებელია, ხმას აძლევდე ივანიშვილის სასარგებლოდ და ამავდროულად გჯეროდეს, რომ ეს პარტია ევროკავშირში წაგიყვანს. სურათი ძალიან ცხადია. ბიძინა ივანიშვილი კრემლის პროდუქტია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი დროა საქართველოს მომავლისთვის,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
რასა იუკნევიჩიენე იქვე კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი გეგმასაც გვთავაზობს და წერს, რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯები ახლა:
საქართველოს ხელისუფლების დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება პოლიციისა და სპეცრაზმის ძალადობის შეჩერების შესახებ;
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივი გადადგომა;
დროებითი ტექნიკური ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა. პროცესს უხელმძღვანელებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი;
ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების მიმართ სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ევროკავშირის ხელმძღვანელობით საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.
დაუყოვნებლივი ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დანაშაულებსა და სისასტიკეზე.
ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება სამ თვეში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც მოეწყობა საერთაშორისო თანამეგობრობის დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით.
ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისთვის პოლიტიკური მზადება.
და ბოლოს, რასა იუკნევიჩიენე, საჭიროა, საერთაშორისო პარტნიორებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ დახმარების გაწევა მოლაპარაკებებში და საქართველოს პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის შეთანხმების მიღწევა საქართველოში საშიში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის შესახებ.

ბოლო სამი ღამის განმავლობაში, 28 ნოემბრის საღამოდან, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

“ქართველი ხალხი იმედია ჩვენთვის, ყველასთვის ევროკავშირში. რუსული იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს!”
– წერს X-ზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკელსონი.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება.
თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, თბილისში, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის.
„აქ, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ევროპისთვის, ევროპისთვის, სადაც არ არის შიში და ჩაგვრა. დარჩით უსაფრთხოდ, ძვირფასო მეგობრებო საქართველოში! თქვენ გაიმარჯვებთ!“- წერს როთი.

უკვე მესამე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

მხოლოდ პირველ-ორ ღამეს პოლიციამ 150-მდე ადამიანი დააკავა. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ. დაშავებულებსა და დაკავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. 30 ოქტომბრისა და 1 დეკემბრის ღამეს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეების ქმედებების გამო დაშავდა მათი 42 თანამშრომელი. აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას.

მსგავსი პოსტები

Back to top button