რეგიონი

ევროკავშირის ელჩი კახეთს სტუმრობს

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ვიზიტი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.
ევროპელმა დიპლომატმა მანავის ციხესთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული,ახლადრეაბილიტირებული გზა დაათვალიერა.

ელჩის განმარტებით, ევროკავშირის მიერ მილიონობით თანხების გამოყოფა რეგიონების განვითარებას, ქალაქებსა და სოფლებს შორის განსხვავების შემცირებას ისახავს მიზნად.

“კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს ამ ადგილიდან, მანავის ციხიდან ვიწყებ. მე მოვინახულებ სხვადასხვა პროექტებს, რომლებსაც რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად ვახორციელებთ. ეს არის ევროკავშირის იმ დიდი მიზნის ნაწილი, რომელიც ქვეყნის რეგიონების თანაბარ განვითარებას ითვალისწინებს. კერძოდ, ქალაქებსა და სოფლებს შორის განსხვავების შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ხვალინდელი დღე გარემოს დაცვას მიეძღვნება. ჩვენ მოვინახულებთ ბიოსფერულ რეზერვატს, რომელიც საქართველოს არაჩვეულებრივი ბუნების შესანარჩუნებლად შეიქმნა. ეს ჩემთვის ნამდვილად დაუვიწყარი ორი დღე იქნება”– განაცხადა ჰარცელმა.

ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში კარლ ჰარცელი საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პროექტებს მოინახულებს, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button