სპორტ-ნიუსისპორტი

ევროპირველობაზე ყველა ქართველი მოციგურავის ვინაობა ცნობილია

მიმდინარე წლის 12 იანვარს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში.

ტურნირი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ტარდება და მონაწილეობას 5 ქართველი სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს ნაკრების წევრები სამ დისციპლინაში იქნებიან წარმოდგენილნი.

მოცეკვავე წყვილების კატეგორიაში მოასპარეზე მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მონაწილეობას ტურნირში ვერ მიიღებენ და ამიტომ ხსენებულ დისციპლინაში ეროვნულ ნაკრებს მედლებისთვის ბრძოლა არ მოუწევს.

კაცთა ინდივიდუალურ კატეგორიაში ქვეყნის ღირსებას ნაკრების ლიდერი მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე დაიცავენ ქალთა ტურნირში ანასტასია გუბანოვა გამოვა,ხოლო სპორტულ წყვილთა თანრიგში ყინულზე კარინა საფინას და ლუკა ბერულავას ვიხილავთ.

ტალინური ევროპირველობა 114_ედ ტარდება და მასში 37 ქვეყნის 171 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button