მნიშვნელოვანისიახლეები

ხვალ მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს!-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს დაესწრება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

მას შემდეგ, რაც ჩემს საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო “სასამართლომ”, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. “მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო” – ასეა ზუსტად ამ “მთავრობის” და მისი სასამართლოს საქმე.

მესამე პრეზიდენტი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება რომლითაც მისი კადრების გავრცელების გამო, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული სანქცია გაუქმდა.

ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს ციხიდან – ამჯერად ის ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.როგორც მე-3 პრეზიდენტი ამბობს, რეჟიმმა ვერ გაბედა არარსებულს საქმეზე აღნიშნული პირების დაკავება.

ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება – რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად „ფეიკ განაჩენი“, – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს” და ასევე ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.

აქვე გეტყვით რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულმა მოინახულა. პრეზიდენტის მონახულების შემდეგ დიპლომატმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button