საქართველოსპორტი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ბოლო მატჩს, საქართველოს რაგბის ნაკრები, თელავში ჩაატარებს

თელავის გუნდის მენეჯერის, თენგიზ ცისკარიშვილის ინფორმაციით, თელავის რაგბი არენაზე, მატჩისთვის მზადება, უკვე დაწყებულია.

“თელავში ბოლო მატჩის ჩატარების იდეა, ჩვენ გვეკუთვნის და ის მისაღებია აღმოჩნდა ყველასთვის. ახლა მინდვრის მომზადებაა დაწყებული. ბოლო მატჩი ივნისში გაიმართება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ყველაფრით მზად ვიქნებით და ღირსეულად ჩავატარებთ”- განუცხადა რადიო ჰერეთს ცისკარიშვილმა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო სტადიონი “კავკასიონი -რაგბი არენას” მშენებლობა თელავში, 2017 წელს დაიწყო.

რაგბი- არენა, 3 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული და მის მშენებლობაზე, 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

არენა 2244 გულშემატკივარზეა გათვლილი და სპეციალისტების აზრით, მინდვრის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია.

ევროპის ჩემპიონატის მატჩი, საქართველოს რაგბის ნაკრების პირველი თამაში იქნება თელავში.

მსგავსი პოსტები

Back to top button