ევროპის ჩემპიონატმა სტარტი აიღო
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა წყალბურთში, რომელშიც ორშაბათიდან საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ჩაებმება.
12-ათასიან “კომბანკ არენაზე” სასტარტო მატჩები A და B ჯგუფის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. გაგაცნობთ პირველი დღის შედეგებს.
A ჯგუფი
ესპანეთი – სლოვაკეთი 13:4 (4:0, 6:2, 2:1, 1:1)
მონტენეგრო – ჰოლანდია 13:6 (5:0, 3:1, 3:2, 2:3)
B ჯგუფი
საფრანგეთი – მალტა 17:7 (3:0, 7:3, 5:1, 2:2)
სერბეთი – ხორვატია 13:6 (3:1, 4:2, 5:1, 1:2)
11 იანვარს პირველი საქმეში სწორედ ქართველი კალათბურთელები ჩაებმებიან, რომლებიც თბილისის დროით 12:30 საათიდან რუმინეთს გაეჯიბრებიან. აქვე ვთქვათ, რომ ამ შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი აწარმოებს.
დღესვე, ევროპირველობის კიდევ 3 მატჩი შედგება. C ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ირიცხება, გერმანია იტალიას (21:15) გაეჯიბრება. თავის მხრივ, D ჯგუფის ეგიდით ითამაშებენ რუსეთი-თურქეთი (18:15) და უნგრეთი-საბერძნეთი (23:05).