ინდოელი ტრანსგენდერების კლიპი ქსელის ჰიტად იქცა [Video]

ინდოელი ტრანსგენდერების პირველმა ჯგუფმა, 6-Pack Band-მა YouTube-ზე კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც ინტერნეტის ჰიტად იქცა – 2 დღეში მან მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

მუსიკალური ჯგუფი 6 მონაწილისგან შედგება, ყოველი მათგანი ჰიჯრას – ხელშეუხებელთა ერთ-ერთ ინდურ კასტას ეკუთვნის, რომელშიც “მესამე სქესის” წარმომადგენლები შედიან. ჰიჯრა ჰინდის ენაზე საჭურისს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ფარელ უილიამსის სიმღერა Happy ჯგუფისთვის სადებიუტოა და უახლოეს პერიოდში იგი კიდევ 5 კლიპის ჩაწერას გეგმავს.

როგორც ცნობილია, 2014 წელს ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერები მესამე სქესის ადამიანებად აღიარეს. ინდოეთში მათი რიცხვი 2 მილიონ ადამიანს აღწევს.

ინდოელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ტრანსგენდერები სიღარიბეში ცხოვრობენ და ხშირად იდევნებიან. ჰიჯრები თავს მღერით, ცეკვით, მათხოვრობითა და პროსტიტუციით ირჩენენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button