გარდაიცვალა მინი-კაბების შემქმნელი [Photo/video]

მოდელიერი ანდრე კურეჟი, რომელიც მინი-კაბების ერთ-ერთ შემქმნელად ითვლება, 7 იანვარს პარიზის გარეუბანში გარდაიცვალა, – გვაცნობებს The New York Times.

დიზაინერი 92 წლის ასაკში ძილში გარდაიცვალა. უკანასკნელ წლებში იგი პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდა.

კურეჟი ცნობილი 1960-აინ წლებში გახდა. იგი სინთეტიკური ნაჭრებისგან ფუტურისტული დიზაინის ტანსაცმელს ქმნიდა. მას, ბრიტანელ მერი კოუნტთან ერთად, მინი-კაბების ერთ-ერთ შემქმნელად თვლიან.

კურეჟმა 1961 წელს მოდის სახლი Courrеges დაარსა. 1964 წელს კოლექცია Space Age შექმნა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა.

დიზაინერმა მოდა 20 წლის წინ მიატოვა და ფერწერით დაკავდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27029″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button