მნიშვნელოვანისპორტი

ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდები სპონსორების შეურაცხყოფისთვის დაჯარიმდებიან

თუ ფეხბურთელები პრესკონფერენციების დროს სპონსორების სასმელებს მაგიდიდან აიღებენ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე გუნდები დაჯარიმდებიან. – ამის შესახებ BBC წერს.

უეფა ახსნებს მონაწილე გუნდებს, რომ ტურნირის დაფინანსება და კომპანიებთან პარტნიორობა ასპარეზობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ევროპული ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა – აცხადებენ ევრო2020-ის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდომ პრესკონფერენციის დროს მაგიდიდან „კოკა-კოლას“ ორი ბოთლი აიღო და ადამიანებს წყლის დალევისკენ მოუწოდა. მეორე დღეს საფრანგეთის ნაკრების ერთერთმა ლიდერმა პოლ პოგმამ „ჰეინეკენის“ ბოთლი გასწია გვერდზე. ამის შემდეგ იტალიელმა მანუელ ლოკატელიმ რონალდოს მსგავსად „კოკა-კოლა“ წყლით ჩაანაცვლა.

BBC-ის ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს არ სურს ფეხბურთელების პირდაპირ დაჯარიმება. მისივე ინფორმაციით, ნებისმიერი სანქციის დაკისრება ეროვნული ფედერაციების ექსკლუზიური უფლებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button