მნიშვნელოვანისიახლეები

„ევროპულ მარშს“ საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა-„ევროპის მოედანზე” ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაიშალა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპაში ადამიანებს და ადამიანის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება.
„ამდენი ხალხი მოდის, ამდენმა ხმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, მათ თავისუფალ აზრს ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული, ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ზეიმს. შემდეგ მომზადებას შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება.

ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა. ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. მათგან ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთ მხრივ მიღებულ რეკომენდაციებს და ასევე ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული, ამ დონეზე.

ეს არის მშვიდობიანი მარში, მშვიდობიანი გამოხატულება ადამიანების აზრის და ნების, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ინიციატივით გამოიხატა. ბოლო ინიციატივაა, რომელსაც ყველა ვუერთდებით და გამოვთქვამთ იმ მთავარ მოწოდებას ევროკავშირისთვის რომ ჩვენ გვინდა ევროპა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
„გავიმარჯვებთ სახელოვნად”, „ქართველი, მაშასადამე ევროპელი”, – ამ სლოგანებით მოქალაქეები, მესამე სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები „ევროპულ მარშს“ მართავენ. ისინი თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მიემართებიან „ევროპის მოედანზე”.

მარშზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დღევანდელი მარში არის გზავნილი ევროპისადმი, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ევროპის მოედანზე” ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაიშალა.

33 მეტრის სიგრძის გიგანტური დროშა საქართველოს დედაქალაქში სიმბოლურად გაიშალა.

მარშზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ამ ფორმით ხმას აწვდიან ევროპას, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს.

დროში გაშლისას გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები. მოქალაქეები სკანდირებდნენ “ჩვენი ხმა ევროპას”.

შეგახსენებთ “ევროპის მოედანზე” მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button