“ევროპული საქართველოს”საპროტესტო მსვლელობა კახეთში
“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა საწვავზე აქციის დაწევა, გურჯაანში გამართული საპროტესტო მსვლელობით მოითხოვეს.
პარტიის ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით, აქციზის კლება ქვეყანაში ფასების მატების გამო აუცილებელია.
” ყველგან უკიდურესი გაჭირვებაა, საწვავის ფასი გაიზარდა და აისახა ყველაფერზე, მათ შორის, პროდუქტზე. არსებობს მარტივი ინსტრუმენტი, აქციზი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაზარდა და ჯიუტად უარს ამბობს გაუქმებაზე. დღეს ერთი პატარა ნაბიჯი გვექნება ამ მიმართულებით. თუ შევასმინეთ, ეს ყველა ოჯახის შემოსავალზე აისახება. მომავალში, ჩვენ გვექნება გადასახადების დრამატულად დაწევა, რათა მოსახლეობას მთავრობამ მაღალი გადასახადები ვეღარ წაართვას”- განაცხადა ბოკერიამ.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი ამნისტიის კანონსა და პარტიების დაფინანსების შესახებ, საქართველოს პარლამენტში შეტანილ ინიციატივასაც გამოეხმაურა.
” მიშელის შეთანხმებას ჩვენ ამ ასპექტის გამოც არ შევუერთდით. ვთვლიდით, რომ ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისისგან და აამაღლებს მოსახლეობის ნდობას. ჩვენი ინტერესია, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რის გამოც აუცილებელია ვადამდელი არჩევნები.
საჭიროა ვაწარმოოთ კამპანია, ვიქონიოთ ურთიერთობა მოქალაქეებთან და ამავდროულად, პოლიტიკურმა პარტიებმა კოორდინაცია შევძლოთ საკვანძო ადგილებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ასეთი უტიფრობა არ უნდა გაგვიკვირდეს, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად. ვისაც არუნდა ეხებოდეს ეს ჩანაწერი, არის არაკონსტიტუციური, არაადამიანური და აჩვენებს იმას, რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე”- განაცხადა ბოკერიამ.
“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობებს, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებენ.