ევროპული სასამართლო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოითხოვს
ევროპული სასამართლო სტრასბურგში, იტალიისგან ერთსქესიანთა ურთიერთობის იურიდიულ გაფორმებას ითხოვს. რომმა არატრადიციულ წყვილებს უფრო მეტი უფლებები უნდა მიანიჭოს, – ხაზგასმით აღნიშნულია ევროპული სასამართლოს საიტზე განთავსებულ განცხადებაში.
იტალიაში დაფიქსირებულია კონფლიქტი ეთსქესიან წყვილთა „სოციალურ რეალობასა“ და სამართალს შორის. ერთსქესიანი წყვილების დაცვა და აღიარება, იტალიის კონსტიტუციურმა სასამართლომ მრავალჯერ მოითხოვა, – აღნიშნულია განცხადებაში.
იტალიას, ჰომესექსუალი წყვილებისთვის, კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოში სამმა ერთსქესიანმა წყვილმა იჩივლა, რომელსაც რეგისტრირებულ ქორწინებაზე უარი განუცხადეს. სასამართლოს გადაწყვეთილების თანახმად, რომმა, კომპენსაციის სახით, ექვსივე მათგანს ცალ-ცალკე, 5 000 ევრო უნდა გადაუხადოს და მათი იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯი დაფაროს.
ერთსქესიანთა ქორწინების ცერემონია ახალ ზელანდიაში