“კარგი სათადარიგო მოთამაშე ვარ” – ივანიშვილი

ე.წ. თეთრი საყელოს პრინციპის დაცვა, წინასწარი პატიმრობის პროცედურები და მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესი, – ეს ის საკითხებია, რომლითაც, ყოფილი პრემიერის თქმით, ისიც დაინტერესებულია.

ბიძინა ივანიშვილი „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში წინასაარჩევნოდ კოალიციის მიერ გაცემული დაპირებების შესრულების შესახებ საუბრობს.

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს, ჟურნალისტის კითხვაზე ყოფილი პრემიერი პასუხობს, რომ ის „კარგი სათადარიგო მოთამაშეა“, სახელმწიფოს კი სახალხო ხელისუფლება, კარგი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების საჭიროებას ვერ ხედავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button