ევროვიზია საქართველოს ნაცვლად შესაძლოა ისევ სხვა ქვეყანაში გაიმართოს

საბავშვო ევროვიზია შესაძლოა მომავალ 2017 წელს საქართველოში გაიმართოს, თუ საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა კონკურსის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე, სხვა შემთხვევაში EBU (ევროპის მაუწყებელთა გაერთიანება) სხვა ქვეყნის მოძიებას დაიწყებს. 

„ ევროპის მაუწყებელთა გაერთიანება გამარჯვებულ ქვეყანას მისცემს შანსს უმასპინძლოს მომდევნო წელს „ევროვიზიის სიმღერის კონკურსს“ საქართველოში, ან უარი თქვან კონკურსის ჩატარებაზე. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უარს იტყვის კონკურსის ორგანიზებაზე, ჩვენ დავიწყებთ სხვა ქვეყნის მოძიებას, რომელიც მზად იქნება კონკურსის მასპინძლობისთვის“ , – აცხადებენ Headline-სთან ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებაში.

2012 წლიდან საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებულს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს კონკურსს საკუთარ ქვეყანაში უმასპინძლოს, უარის თქმის შემთხვევაში კი, ჩატარების უფლება მეორე ადგილზე გასულ ქვეყანას გადაეცემა.

20 ნოემბერს, მალტას დედაქალაქში გამართული საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებული 239 ქულით საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ მამადაშვილი გახდა, მეორე ადგილი კი, სომხეთის წარმომადგენლებმა, 230 ქულით დაიკავეს.მომღერალი ჟიურიმ 17 ქვეყნის წარმომადგენელში გამოარჩია.

საქარველომ საბავშვო „ევროვიზიაზე“ გამარჯვება უკვე მესამედ მოიპოვა, (გასულ 2007 და 2011 წლებში საქართველომ მასპინძლობაზე უარი თქვა) თუმცა ქვეყანას მომავალ წელს პირველად აქვს შასი უმასპიძლოს ევროპის უდიდეს მუსიკალურ კონკურსს.

მსგავსი პოსტები

Back to top button