მოზაიკამსოფლიო

Facebook-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და 40-ზე მეტმა შტატმა კომპანია Facebook-ი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სისტემატიურ დარღვევაში დაადანაშაულა.

კერძოდ, Facebook-ს Instagram-ისა და WhatsApp-ის აპლიკაციის შეძენაში ედავებიან.

სარჩელში ნათქვამია, რომ Facebook-ი არაკანონიერად ინარჩუნებს მონოპოლიას სოციალური ქსელების სფეროში და წლების განმავლობაში კონკურენციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ახორციელებს.

აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისია Facebook-ის იმ აქტივების გასხვისებას მოითხოვს, რომელიც კომპანიამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევით მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button