FEMEN-ი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს [Video]

დოკუმენტური ფილმი FEMEN-ის შესახებ, რომელიც ფრანგმა რეჟისორმა ჟოზეფ პარიმ გადაიღო, კანის დოკუმენტური ფილმების პარალელურ ფესტივალზე, ჟიურის სპეციალური პრემიით AVIFF “Art Film Festival” დაჯილდოვდა, – იუწყება NEWSru Israel.

დოკუმენტური ფილმი, მოძრაობა FEMEN-ის აქტივისტი ქალების რთული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ცალკე სიუჟეტურ ხაზად უკრაინაა გამოყოფილი, როგორც ქალთა საერთაშორისო მოძრაობის სამშობლო.

FEMEN – ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2008 წელს უკრაინაში, რათა გაეპროტესტებინა სექსუალური ტურიზმი, დაეგმო სექსიზმი, აღმოეფხვრა საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები და მხარი დაეჭირა ქალის როლის ზრდისთვის საზოგადოებრივ ასპარეზზე, როგორც საერთაშორისო, ისე უკრაინის მასშტაბით.

ეს არის ფემინისტური გაერთიანება, რომელიც უკრაინაში 40 ქალისაგან შედგება, თუმცა მისი აქტივისტები გვხდებიან სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო ინტერნეტისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, მათი მხარდამჭერთა რაოდენობა, რამდენიმე ათასია. ბოლო პერიოდში, FEMEN-ის აქტივისტებმა, საფრანგეთსა და გერმანიაში ქალთა ცალკეული გაერთიანებებიც დაარსეს.

FEMEN-ის დევიზია: სექსტრემიზმი.

ფილმის სრული ვერსია

მსგავსი პოსტები

Back to top button