ხსოვნის დღე ამერიკაში [Video]
ამერიკის შეერთებულ შტატებში ხსოვის დღე აღნიშნეს.
ხსოვნის დღე ფედერალური დასვენების დღეა, რომელიც ეძღვნება ამერიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისას დაღუპულთა მოგონებას.
ეს დღე აღინიშნება მაისის ბოლო ორშბათს. თავიდან ეწოდებოდა შემკული დღე და ეძღვნებოდა ამერიკის სამოქალაქო ომის დროს როგორც კავშირის, ასევე კონფედერაციის მხარეს მებრძოლი ჯარისკაცების ხსოვნას.
XX საუკუნეში ხსოვნის დღე განევრცო ყველა ამერიკელ სამხედროზე, რომლებიც საბრძოლო მოქმედების დროს დაიღუპნენ.
ხსოვნის დღეს, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, საფლავის ქვები ამერიკის დროშებით ირთვება.