მნიშვნელოვანისიახლეები

France24 მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას ეხმაურება

ფრანგული გამოცემა France24 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას ეხმაურება.

გამოცემა წერს, რომ სააკაშვილის დაკავებამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
France24 მიხეილ სააკაშვილის წერილსაც აქვეყნებს, სადაც წერია, რომ სააკაშვილი მანქანიდან გადმოათრიეს, რამდენჯერმე ჩაარტყეს და თმაში სწვდნენ. გამოცემა წერს, რომ სააკაშვილის თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს მისი მოკვლა ჰქონდათ გამიზნული.

„სააკაშვილის დაკავებამ, რომელიც ქვეყნის პროდასავლური რეფორმატორია, საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ანტისამთავრობო აქცია გამოიწვია. მისი დაკავება თბილისში თავისუფლების მოედანზე 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა“- წერს გამოცემა.

ასევე მიმართვას ავრცელებს ანალიტიკოსი, ლუკ კოფი

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლუკ კოფი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„არ მიყვარს ჩემი საყვარელი საქართველოს შესახებ შიდა საქმეებზე კომენტარის გაკეთება. სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა. იქამდე, სანამ ის დაკავებულია, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს მისი კეთილდღეობა. ის იმსახურებს უფლებას, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი ბრალდებისგან სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლო პროცესზე”, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button