მნიშვნელოვანისიახლეები

გაათავისუფლეთ თეა წულუკიანი თანამდებობიდან – პეტიცია

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკანის ამ პოსტიდან გადაყენებას საქართველოს მთავრობას ონლაინ პეტიციით თხოვენ მოქალაქეები.

პეტიციის ავტორი ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა. პეტიცია 17 იანვარს შეიქმნა

პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანის მინისტრის პოზიციიდან გათავისუფლების გარდა, დროა საქართველოს კულტურის სისტემაც განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან.

პეტიციის ავტორი და ხელმომწერები თეა წულუკიანის მინისტრობის დროს არსებულ 4 ტენდენციაზე აკეთებენ აქცენტს:

საქმიანობა, რომელიც თეა წულუკიანმა დაიწყო კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მოიცავს:

1. კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;

2. საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნებას;

3. პროფესიონალების განთავისუფლებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ქვეყანაში, ასევე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ;

4. ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპეტების რჩევებზე უარის თქმას და გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობას, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც;

ამიტომ, მოგიწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოთ თეა წულუკიანი დაკავებული თანამდებობიდან.

გარდა ამისა, დროა საქართველოს კულტურის სისტემა განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან”- წერია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button