რეგიონი

“გაჩნდა ვერსია,რომ ჯერ დაჭრეს და მერე მანქანა გადატარეს”

“გაჩნდა ვერსია,რომ ჯერ დაჭრეს და მერე მანქანა გადატარეს”- გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე ადგილობრივები ყვებიან.
სოფელ კარდენახში ამბობენ, რომ ახალგაზრდები საქეიფოდ იყვნენ, რის შემდეგაც ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება მოუხდათ.

“ერთად ქეიფობდნენ, ახალგაზრდების ჯგუფი იყო. როგორც ვიცი, დიდი არაფერი მიზეზი ყოფილა, ნასვამები იყვნენ.  იჩხუბეს, ერთმანეთს სცემეს.  გარდაცვლილმაც სცემა ვიღაც, ასე ამბობენ.  ახლა გაჩნდა ვერსია, თითქოს, სანამ მანქანას გადაატარებდნენ, მუცლის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და ასე სასტიკად მოკლეს”-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ურთიერთშელპარაკების დროს გარდაცვლილი მამაკაცი, 32 წლის ვალერი სიბოშვილია, რომლის გადარჩენაც გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში ჩატარებული რთული ოპერაციების მიუხედავად, ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მსგავსი პოსტები

Back to top button