რეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპლიტეტში.
შემთხვევა, გამთენიისას, ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მიღებული ტრამვების შედეგად ავტომანქანის მძღოლი ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button