გადააყენებენ თუ არა ლაგოდეხის გამგებელს იმპიჩმენტით?

ლაგოდეხის გამგებელი შესაძლოა იმპიჩმენტის წესით გადააყენონ – ასეთი ინიციატივით მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ვახტანგ დევიძემ მიმართა.

დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე გამგებელს კახა ჯამბურიას “თანამდებობისთვის შეუფერებელი” უწოდა და გადადგომა ურჩია.

დევიძე ამბობს, რომ “სტიქიის პრევენციისთვის განკუთვნილი კამაცუს ტიპის ტრაქტორი ლაგოდეხში არამიზნობრივად, კერძო ფერმერის ნაკვეთებში მუშაობდა, რის გამოც ლაგოდეხის სოფლებში მოსახლეობის დაცვა ვერ მოხდა”.

დევიძეს სხვა ბრალდბებიც აქვს. ამბობს, რომ პროექტები და ბიუჯეტი არასწორად არის დაგეგმილი და “არცერთი საქმე არ კეთდება”.

დაიწყება თუ არა გამგებლისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურა?. რადიო “ჰერეთი”ამ საკითხით დაინტერესდა. პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ლობჟანიძე ამბობს, რომ “გამორიცხული არაფერია”.

საკრებულოს თავმჯდომარემ, გოდერძი ბარბაქაძემ კი გვითრა, რომ “ჯერ გაჟღერებული ბრალდებების შესწავლა უნდა მოხდეს და თუ ისინი დადასტურდება, მაშინ დანაშაულთან გვაქვს საქმე”.

თავად გამგებელმა რადიო “ჰერეთს” უთხრა, რომ “არცერთ ბრალდებას არ იზიარებს. კახა ჯამბურია ამბობს, რომ “წასვლას არ აპირებს და მუშაობას განაგრძობს”.

მოუსმინეთ აუდიომასალას

მსგავსი პოსტები

Back to top button