თესაუ-ს სტუდენტების პირველი ადგილი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სტუდენტური დღეები 2015-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე ყველაზე ორიგინალური ნომრისთვის პირველი ადგილი მოიპოვეს – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” უნივერსიტეტიდან აცნობეს.

კონკურსი სტუდენტთა შორის სხვადასხვა ნომინაციებში გამოცხადდა.

22 მაისს, ბაღდათში, სპეციალურმა ჟიურიმ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტდენტებს ორიგინალური ნომრისათვის პირველი ადგილი მიანიჭა. გამარჯვებული ნომრის სცენარის ავტორი და რეჟისორი მსახიობი მაკა გრემელაშვილია.

სტუდენტური დღეები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 20 აპრილიდან მიმდინარეობს. ღონისძიებებში საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა.

სტუდენტური დღეები–2015, 3 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა-კონცერტით დაიხურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button