მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი”დაისაჯოს ყველა დამნაშავე” – 17 ივლისს პარლამენტის წინ აქცია გაიმართება

“გადადგეს მკვლელი მთავრობა” – 17 ივლისს, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება

“ეს არის ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბრძოლა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ფაქტია, რომ ხელისუფლებას აშინებს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უპრეცედენტო ერთიანობა. სწორედ ამიტომ, ეს პროტესტი იქნება უკომპრომისო და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ივანიშვილის რეჟიმი ამ ბრძოლაში დამარცხდება! ვიკრიბებით შაბათს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ. დაისაჯოს ყველა მოძალადე! გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი!”,– ამბობენ აქციის ორგანიზატორები

შეგახსენებთ, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ მედიას. დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი ,მათგან ერთი, სასტიკად ნაცემი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მედიის ნაწილი პროტესტის სხვადასხვა ფორმას ეძებს იმისათვის, რომ აიძულოს ხელისუფლება, აიღოს პასუხისმგებლობა ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე. ისინი პერმანენტულ აქციებს მართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button