მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო ბათუმის საკრებულოს სხდომა

ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო დღეს, 15 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომა.
ჟურნალისტები საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ტრიბუნასთან მივიდნენ, მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და 5 ივლისის ძალადობის განმახორციელებელი ყველა დამნაშავის დასჯა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ მედიას. დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი ,მათგან ერთი, სასტიკად ნაცემი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მედიის ნაწილი პროტესტის სხვადასხვა ფორმას ეძებს იმისათვის, რომ აიძულოს ხელისუფლება, აიღოს პასუხისმგებლობა ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე

მსგავსი პოსტები

Back to top button