გადაიხედება თუ არა საქართველოში კოვიდრეგულაციები

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა, ეპიდემიოლოგები საზოგადოებას რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტების განმარტებით, ე.წ. ინდური შტამი რთული მიმდინარეობით და სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.
“არავითარ შემთხვევაში მოდუნება არ შეიძლება, რადგან გამორიცხული არ არის, როდესაც ქვეყანაში ფიქსირდება თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ ვთქვათ, რომ ის აღარ გავრცელდება, ამისი გარანტია არ გვაქვს. შეიძლება ამ ადამიანებს ჰქონდათ გარკვეული კონტაქტები, დარწმუნებული ვარ, ალბათ ამ კონტაქტების მოძიება უზრუნველყოფილი იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, რათა არ მოხდეს ამ ინდური შტამის ისეთი მასიური გავრცელება და ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, რაც, მაგალითად, ვიხილეთ ინდოეთში,” – აცხადებს პროფესორი მაკა ბულეიშვილი.
ექიმები სწრაფად გადამდები შტამის გავრცელების შემთხვევაში რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავენ.