რეგიონისაქართველოსიახლეები

“გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია”

გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, საპარლამენტო დემოკრატიაზე, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თელავში სალომე ზურაბიშვილისინაუგურაციის დაწყებამდე განუცხადა.

„ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ აღნიშნული საკონსიტიტუციო ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ჩვენს გზაზე, რასაც ჰქვია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. კიდევ ერთხელ მსურს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„დღეს არის ინაუგურაცია და ის აუცილებლად ჩატარდება მშვიდ, საზეიმო ვითარებაში. ნურავის ნუ ექნებ ილუზია, რომ დისონანსს შემოიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს. პრემიერის თქმით, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს ადამიანი ან ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ამას ღირსეულად შეხვედრა უნდა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღეს არის ინაუგურაცია და ის აუცილებლად ჩატარდება მშვიდ, საზეიმო ვითარებაში. ამავე დროს, კონსტიტუციით გარანტირებულია, რომ ყველა ადამიანს თავისი მოქალაქეობრივი აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს. პოლიციამ შესთავაზა ყველას, რომ ალტერნატიული გზით ესარგებლათ. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ დისონანსს შემოიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში არის შემდგარი დემოკრატია, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს ადამიანი ან ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ამას უნდა ღირსეულად შეხვედრა, ისევე როგორც ღირსეული შეხვედრა უნდა ამას ოპონენტების მხრიდან,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, სოფელ ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები თელავისკენ წასვლას ცდილობენ, თუმცა გზა გადაკეტილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button