ჰოლანდიაში სტარტი აიღო მფრინავი ავტომობილების გაყიდვამ [Photo/Video]

ჰოლანდიაში ადგილობრივმა კომპანია PAL-V-მ მფრინავ ავტომობილ Liberty-ს მსურველებისგან დაკვეთების მიღება დაიწყო. მანქანების მიწოდება მომავალი წლის ბოლოს იგეგმება, – გვაცნობებს NewAtlas.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილების ფასი საკმაოდ სოლიდური იქნება. პირველი ნიმუშები ნახევარ მილიონ ევროდ გაიყიდება.
მფრინავი ავტომობილების მფლობელებმა პილოტის ლიცენზია უნდა აიღონ, ხოლო შემდეგ მწარმოებელ-კომპანიაში მანქანის მართვის დამატებითი გაკვეთილები გაიარონ.
მართალია, Liberty-ს პირველი პარტია საკმაოდ ძვირად ღირებული იქნება, მაგრამ კომპანია მომავალში საბიუჯეტო ავტომობილების გამოშვებასაც გეგმავს. ერთეულის ფასი 300 ათასი ევრო იქნება.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ცნობილი გახდა, რომ მფრინავი ავტომობილი 3,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე დაფრინავს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო ფრენის რეჟიმში 500 კილომეტრის მანძილის დაფარვა შეუძლია.

 

[print_gllr id=53441]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button