მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთის მიერ თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას “ცუდ ხუმრობას” უწოდებს.
როგორც კულება Twitter-ზე წერს, მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხოდ რუსეთთან ერთად.
“რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ლი აპრილის ცუდი ხუმრობაა. რუსეთმა თავისი ადგილი მიითვისა; ის კოლონიალურ ომს აწარმოებს; მისი ლიდერი ომის დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ იძებნება. მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო ადგილი, მაშინ როცა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოშია. ცუდი რუსული ხუმრობა”, – წერს კულება.
როტაციით მიმდინარე წელს საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, რუსეთი 1-ელ აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.