გაიგე ვინ იყავი “წინა ცხოვრებაში”

ე.წ. “წინა ცხოვრებების” გამოსათვლელად ათასგვარი მეთოდი არსებობს, მათ შორისაა ნუმეროლოგიური გამოთვლის სისტემა, რომელიც საკმაოდ მარტივია და საინტერესო შედეგებს გვთავაზობს:
საიმისოდ, რომ გამოვთვალოთ ვინ ვიყავით წინა ცხოვრებაში, ჯერ უნდა გამოითვალლოს ბედის ციფრი.
ბედის ციფრის გამოთვლის მაგალითი: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1976 წლის 21 აგვისტოს, ის ციფრი 9 -ის მფლობელია.
მაგალითად:
ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 21 + 08 + 1976 = 2005 => 2 + 0 + 0 + 5 = 27 => 2 + 7 =9
1 – ხელოვანი იყავით. შესაძლებელია, ბიბლიოთეკასაც ფლობდით ან არქიტექტორის პროფესია იყო თქვენთან ახლოს.
2 – დიდი ალბათობაა, რომ წარსულ ცხოვრებაში სახელმწიფო მოხელე ყოფილიყავით. ასევე არაა გამორიცხული წინა ცხოვრება როგორც მოცეკვავეს ისე გაგეტარებინათ.
3 – მასწავლებლობა იყო თქვენი პროფესია. არ არის გამორიცხული, რომ ეზოთერიკით ან თეოლოგიითაც ყოფილიყავით გატაცებული.
4 – თქვენი პროფესია ტექნიკასთან იყო დაკავშირებული. შესაძლოა, რაიმე ტიპის ხელსაწყოც კი გამოიგონეთ.
5 – დიდი ალბათობაა, რომ წარსულში მოსამართლე ან სამართალდამცავი იყავით. ასევე შესაძლოა მოხეტიალე ცირკის მსახიობის ცხოვრებითაც გეცხოვრათ.
6 – თქვენი განვლილი ცხოვრება ექიმის ან მღვდლის პროფესიასთან იყო დაკავშირებული. შესაძლოა, იყავით ქველმოქმედი მდიდარი ადამიანიც, რომელიც სხვებს უსასყიდლოდ უწევდა სიკეთეს.
7 – კულინარი ან იუველირი იყავით. შესაძლოა ასევე, რომ თქვენი წინა ცხოვრება ალქიმიკოსის საქმიანობასაც უკავშირდებოდა.
8 – პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოხელე ყოფილხართ. გამორიცხული არ არის, რომ დიდძალ ქონებასაც ფლობდით ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით იყავით დაკავებული.
9 – თქვენი განვლილი ინკარნაცია დაკავშირებული იყო მოდისა და ხელოვნების სამყაროსთან. შესაძლოა, კოლექციონერიც იყავით ან ადამიანი, რომელიც დიდ ფულს დებდა ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებაში.