კალიფორნიაში ტრამპის საწინააღმდეგო აქციები იმართება[Photo/Video]

კალიფორნიაში ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მასობრივი საპროტესტო აქციები გამართეს, რომელიც არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ პროტესტანტები უკვე გააფრთხილა, რომ მიტინგების დასაშლელად საგანგებო საშუალებებს გამოიყენებს, – იუწყება ტელეკომპანია ABC.

პროტესტის საბაბი ინტერნეტ-რესურს Breitbart News-ის მკვეთრად მემარჯვენე რედაქტორის, მაილო იანოპულოსის მიერ დაგეგმილი ლექცია გახდა, რომელიც მას ბერკლის უნივერსიტეტში უნდა წაეკითხა. სტივენ ბენონმა, რომელიც ადრე Breitbart News-ს ხელმძღვანელობდა და ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველია, განაცხადა, რომ სტუდენტები დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან.

Reuters-ის ინფორმაციით, სტუდენტებმა შენობების მინები დალეწეს, ხოლო იანოპულოსმა თავისი ლექცია გააუქმა და სამართალდამცველებმა კამპუსის შენობიდან მისი ევაკუაცია განახორციელეს.

[print_gllr id=52480]

მსგავსი პოსტები

Back to top button