რეგიონისაქართველოსიახლეები

“გახარია, შენ მოკალი კერზაია”

გახარია, შენ მოკალი კერზაია – ასეთი ტრანსფარანტით მივიდა გაერთიანებული ოპოზიციის წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. უწყებასთან ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი მივიდა და აქცია პერფორმანსი გამართა.

მისი თქმით, სწორედ გიორგი გახარია კურირებდა სამეგრელოში არჩევნებს და ამიტომაც ია კერზაიას მისამართით განხორციელებულ ზეწოლაში ეს უწყებაც ჩართული იყო.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ ია კერზაია გიორგი გახარიამ იმსხვერპლა.

მოისმინეთ ლევან ხაბეიშვილის ხმა.

ია კერზაია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button