კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მაჩალიკაშვილები დიპლომატებს შეხვდნენ

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – პასუხგაუცემელი კითხვები და ხმაურიანი საქმის დეტალები დღეს EMC-მ დიპლომატიურ კორპუსს გააცნო.

დიპლომატებთან ერთად შეხვედრას გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადვოკატიც დაესწრნენ, რომლებსაც ტრაგიკული შედეგით დასრულებული სპეცოპერაციის შემდეგ კვლავაც არ აქვთ წვდომა საქმის მასალებზე.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე ოჯახის კითხვებს საგამოძიებო უწყებები უპასუხოდ ტოვებენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის დადგენას ითხოვს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა, მედიკო (აიზა) მარგოშვილი.

შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი. მისი თქმით, დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლებმა მაჩალიკაშვილების საქმე პირადად ოჯახისგან მოისმინეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მიუკერძოებელი გამოძიების იმედი არ აქვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორს, თამთა მიქელაძეს. მისი თქმით, EMC ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის უკვე ამზადებს განაცხადს.

მოისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის, მედიკო მარგოშვილის, მარიამ კუბლაშვილის და თამთა მიქელაძის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button