მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

გახარიას გუნდში მიაჩნიათ რომ სააკაშვილი “ოცნებასთან”გარიგების საფუძველზე ჩამოვა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ ჩამოსვლას გიორგი გახარიას გუნდში ეხმაურებიან. პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი თვლის, რომ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსასვლელად გამბედაობა არ ეყოფა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნებას მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“გარიგების საფუძველზე გაბედავს.

„მიხეილ სააკაშვილი ჩამომსვლელი არ არის, მას უბრალოდ ამის გამბედაობა არ აქვს. ამდენჯერ დააანონსა და არ ჩამოვიდა. თუ ის ჩამოვა, მას მართლსამჯულების წინაშე წარდგომა მოუწევს, იმიტომ, რომ მის მიმართ არა ერთი გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი და თუ ის ჩამოვა, გათვალისწინებით იმისა, რომ გამბედაობა აქამდე მას არ ჰქონია, ჩვენ თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს მხოლოდ ად მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის და „ქართული ოცნებისგან“ მას როგორც ჩანს, რაღაცა დაპირებებეი აქვს მიღებული, – აცხადებს მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. არჩევენები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button