მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება

თელავის რაიონულ სასამართლოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის გახმაურებული მკვლელობის ფაქტზე, დღეს ნაფიცი მსაჯულები საქმის არსებით განხილვას დაიწყებენ.
სხდომის ტექნიკური დეტალები პროცესზე უკვე განიხილეს.

დღეიდან ნაფიცი მსაჯულები მოწმეების გამოკითხვასა და მტკიცებულებების შეფასებას დაიწყებენ, რის შემდეგაც უკვე ვერდიქტი უნდა გამოიტანონ.

პროცესები, თელავის რაიონულ სასამართლოში, ყოველდღიურად გაიმართება.
ბრალდებული პოლიციელის, ვანო ზანდარაშვილის ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვისას გამოსაკითხია ათეულობით მოწმე, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხრიდან.

მკვლელობა 2020 წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოს ცენტრში მოხდა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, საავადმყოფოს დირექტორს შურისძიების მოტივით, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზურაბ საჩიშვილი, ადგილზე გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button