გახდება თუ არა Facebook Live -ი ტელევიზიის ეპოქის დასასრული

ყველაზე გიგანტურ სოციალურ ქსელს Facebook-ს პირდაპირ რეჟიმში ვიდეოტრანსლირების ფუნქცია დაემატა.

კომუნიკაციის ექსპერტები უკვე საუბრობენ, რომ ფეისბუკის ეს ახალი ინოვაცია შესაძლოა ტელევიზიის ეპოქის დასასრული გახდეს.

Facebook Live, სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა  პირდაპირი ეთერის რეჯიმში ფეისბუკზე 6 აპრილს წარადგინა.

ამ ინოვაციით, სოციალური ქსელის მომხრებლებს შეუძლიათ სმარტფონის გამოყენებით შექმნილ ვიდეორგოლებს პირდაპირ უყურონ.

ახალი პროექტი საშუეალებას იძლევა ვიდეოს საყურებლად მეგობრებიც მოიწვიოთ  და გააზიაროთ.

“ეს ჰგავს იმას, რომ თქვენ ახლა მუდამ თან გექნებათ ვიდეოკამერა. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ტელეფონი, შეუძლია დაამყაროს ვიდეოკავშირი ვისთანაც სურს მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

ნახეთ მარკ ცუკერბერგის პირველი პრეზენტაცია, რომელიც მან 2015 წლის 14 სექტემბერს წარადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button