ნიუ-ჯერსიში გარეულ ინდაურებს პნევმატური კლაქსონებით მოიგერიებენ [Photo/Video]

ამერიკის შტატ ნიუ-ჯერსის ქალაქ თინეკის ხელისუფლებამ გარეულ ინდაურებთან ბრძოლა ჰუმანური მეთოდით გადაწყვიტა – იგი 20 პნევმატური კლაქსონის ყიდვას აპირებს, რათა აბეზარი ფრინველები დააფრთხოს, – იუწყება Yahoo! News/

ცხოველებზე ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისთმა, ვინსენტ ასკოლეზემ განაცხადა, რომ კლაქსონებს ქალაქის მოსახლეობას მალე დაურიგებენ.

როგორც ცნობილი გახდა, ადგილობრივ პოლიციაში ათობით საჩივარი შევიდა, რომელშიც ადამიანები გარეული ინდაურების აგრესიისგან დაცვას ითხოვენ. ფრინველები ადამიანებსა და მანქანებს თავს ესხმიან, აგრეთვე ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებენ. იყო შემთხვევა, როცა ინდაურმა სამზარეულოს მინა დალეწა და სახლში შეფრინდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32851″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button