გამგებელი: გიორგი ჭანყოშვილი დავასაქმეთ, თუმცა მან სამუშაო მიატოვა
აქციას, რომელსაც ლაგოდეხის გამგეობის შენობის წინ სოფელ ცოდნისკარში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი გიორგი ჭანყოშვილი ოჯაxთან ერთად მართავს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა.
როგორც რადიო “ჰერეთს” გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, მუნიციპალიტეტმა გიორგი ჭანყოშვილი რამდენიმე დღის წინ ქალაქში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში დაასაქმა, თუმცა ჭანყოშვილმა დღეს მას განუცხადა, რომ ფიზიკური შრომა არ შეუძლია და სამსახური მიატოვა.
ჯამბურიას თქმით, ჭანყოშვილს მხოლოდ საჯარო სამსახურში სურს დასაქმება. რაც შეეხება გიორგი ჭანყოშვილის მეორე მოთხოვნას, რომელიც ქალაქის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, რამაზ მანაგაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება, გამგებელი ამბობს, რომ სამსახურს ხელმძღვანელი ჰყავს რომელიც თანამშრომელთა მიღებისა და გათავისუფლების საკითხს თავად წყვეტს.
შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი გიორგი ჭანყოშვილი, მეუღლესთან და 1 წლის შვილთან ერთად გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავს.