“გამგებლის გადაადგილებაზე 5 თვეში 4 ტონა საწვავი დაიხარჯა” [Audio]
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ლაგოდეხის გამგებლის მიერ ხუთი თვის განმავლობაში დახარჯული საწვავის რაოდენობა დაითავალა.
როგორც რადიო “ჰერეთს” საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ვახტანგ დევიძემ განუცხადა, “ხუთი თვის განმავლობაში მხოლოდ გამგებლის გადაადგილებაზე 4 ტონა საწვავია გახარჯული, რაც რამდენჯერმე აღემატება მაგალითად გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ დახარჯულ საწვავს, რომელსაც რამდენიმე მანქანა ემსახურება”.
დევიძის კრიტიკა მიუღებელია გამგებლისთვის, თუმცა ფაქტს, საწვავის ამ რაოდენობით ხარჯვის შესახებ ადასტურებს.
კახა ჯამბურიას თქმით, ჯიპის ტიპის ავტომობილი, რომლითაც ის სარგებლობს, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში იქნა შეძენილი.
მისივე თქმით, “მაღალი გამავლობის ავტომობილი ყოფილმა ჩინოვნიკებმა მაშინ პირადი სარგებლობისთვის შეარჩიეს, რომელიც თავისთავად უამრავ საწვავს მოიხმარს”.
გამგებელი ამბობს, რომ საწვავის ის ოდენობა, რომელიც ოპოზიციის მიერ იქნა დასახელებული რალურია. გამგებლის სურვილია, რომ “შედარებით იაფად შესანახი ავტომობილი შეიძინოს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”10726″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]