ფაჩულიას გამარჯვება “ნიუ-ორლეანთან” და ქულა ორმაგ დუბლამდე

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” “ნიუ ორლეან პელიკანსს” უმასპინძლა და 107:98 სძლია. ქართველ ცენტრს სეზონის რიგით მე-4 ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა.

ფაჩულიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ამ ხნის გნმავლობაში მან 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

მოგროვებულ 9 ქულასთან ერთად ზაზამ 14 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი არ დაუკარგავს. ფაჩულია გახლდათ ფარის ბატონ-პატრონი, რადგან დალასელთაგან 7 მოხსნაზე მეტი არავის ჰქონია, ოპონენტთაგან კი საუკეთესო მომხსნელი 9 ერთეულით სათადარიგო ფორვარდი რაიან ანდერსონი გახლდათ.

3-3 მოგებ-წაგების მქონე “დალასი” კიდევ 3 გუნდთან ერთად დასავლეთ კონფერენციის 7-10 ადგილებს იყოფს. ფაჩულიას გუნდის მორიგი მეტოქე 11 ნოემბერს ისევ “ნიუ ორლეანი” იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button