“გამგეობა თანამშრომლების პოლიტიკური კუთვნილებით დაინტერესდა” [Audio]

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ა(ა)იპი ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების პოლიტიკური კუთვნილებით დაინტერესდა”, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ა(ა)იპ ორგანიზაციაში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა.

როგორც “ჰერეთს” სახელოვნებო სკოლის პედაგოგმა, ლალი ევტუშენკომ უთხრა, “ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მას დაურეკა და უთხრა, რომ გამგეობაში აინტერესებთ რომელი პარტიის წევია ევტუშენკო”. იგი შიშობს, რომ “ამ ტიპის ინფორმაციას გამგეობა ორგანიზაციის თანამშრომლების სამსახურებიდან დათხოვნის და ზეწოლის კუთხით გამოიყენებს”.

მსგავსი ფორმების და კითხვარის არსებობას ადასტურებენ ა(ა)იპ ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც: სახელოვნებო სკოლის დირექტორი ნატო მანველიძე და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი აკაკი მჭედლიშვილი. მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტაცია ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციამ 2 დღის წინ მიიღო.

ა(ა)იპ ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების პოლიტიკური კუთვნილებით და სიმპატიით დაინტერესებას უარყოფს გამგებელი. კახა ჯამბურიას თქმით, გამგეობას მსგავსი შინარსის მოთხოვნა არცერთი ორგანიცაზიისთვის არ გაუგზავნია.

მსგავსი პოსტები

Back to top button