გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ „პირიმზესთან“ მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა გუშინ საღამოს საათებში აფეთქდა. აფეთქების შედეგად 4 პირი დაშავდა. მათ შორის გივი თარგამაძის მძღოლი.