გივი თარგამაძე- ,,მანქანის აფეთქება დისტანციური პულტით განხორციელდა”

გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ მისი მანქანის აფეთქება დისტანციური მართვის პულტით განხორციელდა.
მომხდარის მიუხედავად თარგამაძე თანაპარტიელებთან ერთად წინა საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას აქტიურად გეგმას.

”ყველას ძალიან უნდოდა, რომ გაზზე ყოფილიყო ჩემი მანქანა, მაგრამ ნამდვილად არ არის გაზზე და ეს ნამდვილად აფეთქებაა, თან დარწმუნებული ვარ, რომ დისტანციური მართვის პულტით განხორციელებული. პირობას ვაძლევ საზოგადოებას, არა თუ არ შევფერხდები, ისეთივე შემართებით გავაგრძელებ საქმინობას ჩემს მეგობრებთან ერთად და 8 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას ნამდვილად დავამთავრებ”, – ეს განცხადება ,,ერთიანი მაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ მომხდარიდან რამდენიმე წუთში ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ჩართვისას განაცხადა.

თარგამაძის განცხადებით ბოლო პერიოდში იყო მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ მუქარის ზარები.
”რაღაცეები იყო, ამას ნელ-ნელა მოგიყვებით. ეს არ იყო პირდაპირი მუქარის ზარები, იყო უფრო ბინძური რაღაცეები, ამას უკვე შემდგომში მოგახსენებთ”, – განაცხადა თარგამაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button