პრემიერი თარგამაძის ავტომანტანის აფეთქებას პროვოკაციად აფასებს [Audio]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილ დივერსიას უწოდებს და საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაციად აფასებს.

,,ის, რაც მოხდა დღეს საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია,
უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად. ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს. მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს – თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს! ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას!”, – ნათქვამია პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button